ია აბულაშვილი
29.12.2020

„მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდამ, და მის აღვლენ“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი „სამეფოსა საქართველოისა“ ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბეთლემის გამოქვაბულს. 

ბეთლემის მონასტერი, რომელიც ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მდებარეობს და გამოკვეთილია ციცაბო კლდეში, 1947 წელს აღმოაჩინეს. ბეთლემის  გამოქვაბულიდან ჩამოშვებული ჯაჭვი შეამჩნია ცნობილმა ალპინისტმა ლევან სუჯაშვილმა. 1948 წელს კი ბეთლემში ავიდნენ ქართველი მთამსვლელები ალექსნდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.  მონასტერში დახვდათ 6 სენაკი, კლდეში ნაკვეთი  ეკლესიის ნანგრევები და მის ქვეშ მოქცეული კარი. ასევე ხის სვეტებში ჩასმული ქვის ჯვარი, კლდეში ამოკვეთილი ჯვარი.  გათხრების შედეგად კი ნაპოვნი იქნა თიხის და ლითონის ნივთები, წითლად გამომწვარი ხელადის ნატეხები, რვა ჭრაქი, ჯაჭვები, რომელშიც ჩასმული იყო რომბისებური ფირფიტები.

მთასვლელებმა ასევე ნახეს გამოქვაბულში ასასვლელად კარიდან გადმოკიდებული 5 მეტრის სიგრძის რკინის ჯაჭვი, რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბეთლემის კარი, რომელიც ამჟამად ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ასევე სპილენძის შანდალი, საეკლესიო ნივთები, მონეტები. ბეთლემის კედელზე გამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები, რომელიც მე-10-11 საუკუნით თარიღდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )