ია აბულაშვილი
19.01.2021

სორის ჯვრის სახელობის ეკლესია, რომელიც  რაჭაში მდებარეობს, ისტორიული წყაროების მიხედვით მე-12 საუკუნის ძეგლია და ძვირფასი საეკლესიო ნივთებისა და ჯვარ ხატების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილა რაჭის ეკლესია-მონატსრებს შორის.

სორის ეკლესიაში ინახებოდა მე-12 საუკუნის ოთხთავი, რომელიც 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭიდან ჩამოიტანა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ეს უკნიკალური ოთხთავი დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. 

ხელნაწერი შეიცავს 214 ფურცელს და ნაწერია ნუსხურით. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგმარეობს, რომ ხელნაწერი მოხატულია მინიატურებით, რომელიც მაღალი ოსტატობით არის შესრულებული.  

დიდი ზომის ვერცხლის ჯვარი, რომელიც სორის ეკლესიის მშვენება იყო, მე-19 საუკუნეში დაიკარგა, როცა ეკლესია გაძარცვეს. ვერცხლით მოჭედილი საკურთხევლის წინა ჯვარი მე-11 საუკუნით თარიღდება. ჯვარი მოუჭედავს ოქრომქანდაკებელ სულას. 

ეკლესიის სიძველეთაგან დღეს შემორჩენილია რამდენიმე უნიკალური ნივთი, მათ შორის მაცხოვრის ვერცხლის მოჭედილი  ფერწერული ხატი. ხატის გულში ჯვარცმის გამოსახულებით. ხატი მოუჭედავს ოქრომჭედელს იაკუბს. ასევე იმერეთის  მეფის სოლომონ მეორის ასულის დარეჯანის დაკვეთით დამზადებული ვერცხლის ფეხშუმი და ლანგარი; მე-13 საუკუნის მთავარნაგელოზის ვერცხლის ოქროცურვილი ხატი; მე-14 საუკუნის ღვთისმშობლის ხატი, მოჭედილი არშიით. ვერცხლის ბარძიმი სოლომონ  მეორის მეუღლის დედოფალ მარიამის მიერ შეწირული; ოქრომკერდით ნაქარგი გარდამოხსნა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწისშია შესრულებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )