გელათშია შემონახული დავით აღმაშენებლის ფრესკა, რომელზედაც მეფეს ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში გრაგნილი
ია აბულაშვილი
06.02.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებარვალს დავით აღმაშენებლის დღეს აღნიშნავს, მეფის, რომლის დროსაც საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

გარდა საბძოლო დიდებისა დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება საქართველოში მრავალი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრების შექმნა, ეკლესია- მონასტრების აშენება.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გელათის მშენებლობა, რომელის აგებაც მეფემ 1106 წელს დაიწყო. ისტორიული წყაროების მიხედვით დავით აღმაშენებელი თვითონ მუშაობდა გელათის მშენებლობაზე.

ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მარტოს უტარებია. გელათშია შემონახული დავით აღმაშენებლის ფრესკა, რომელზედაც მეფეს ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში გრაგნილი.

ის, რომ დავით აღმაშენებელმა გელათი თავის საძვალედ ააშენა, ამაზე მეტყველებს წარწერა მის საფლავზე "ქრისტე, ეს არის განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ესე, ამას დავემკვიდრო მე".

აღმაშენებელი, რომელიც გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის კარიბჭესთან არის დაკრძალული, გადმოცემის თანახმად, მეფეს ეს ადგილი განგებ შეურჩევია თავმდაბლობის გამოსახატავად, რათა ყველას ვინც ტაძარში შევიდოდა, ფეხი დაედგა მისი საფლავისთვის.

ამდენი სიწმინდე კი რაც გელათს დავით აღმაშენებელმა შესწირა იშვიათობაა. გელათის დიდმოწამე მამებს იოანე პეტრიწს და არსენ იყალთოელს მეფემ ათონის მთიდან ჩამოაბრძანებინა წმინდა ნაწილები.

მოგვების ოქრო, რომელიც იესოს მიართვეს გელათში ინახება. გელათის საგანძურში დაცული იყო მცხოვრის საუფლო სისხლი, ჯვარცმის სუდარის ნაჭერი, ძელი ჭეშმარიტი.

მაცხოვრის თმები და წვერები. ღვთისმშობლის მარიამის თმა, ღვთისმშობლის კაბის ნაწილი, რომელიც ემოსა "ჟამსა მას, რომელსა იყო ღმერთი მუცელსა მისსა"; ქრისტეს საფლავის მიწა, იუდას ვერცხლი, ლოდი ქრისტესი. წმინდა გიორგის თავის ქალა, რომელსაც შემორკალული აქვს ბაჯალოს მოოქროვილი ფირფიტა.

აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი კი, რომელითაც მეფე ქართველთა ლაშქარს მიუძღვოდა, დღეს ხალოვნების მუზეუმშია დაცული. ჯვარი უძლეველი იყო და მეფეს სულ თან ახლდა ყველა ბრძოლაში.

დავითის ჯვრის წინაპირზე გამოსახულია ჯვარცმული მაცხოვარი. ჯვრის ზურგზე არის წარწერა "პატიოსანი ჯვარი ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავითი". ჯვარი მოჭედილია 1123-1125 წლებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )