ია აბულაშვილი
15.02.2021

ღვთისადმი მიგებების დღესაწაული - მირქმა უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მირქმა მე-6 საუკუნიდან განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება.

528 წელს იმპერატორ იუსტინიანეს დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ამას თან დაერთო შავი ჭირის ეპიდემია და ყოველდღე ათასობით კაცი იხოცებოდა.

ამ განსაცდელის ჟამს ერთ-ერთ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ უნდა აღენიშნათ. იმ ღამეს, როდესაც ლოცვები და ლიტონიობა აღავლინეს, ეს იყო 15 თებერვალს, ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა მირქმა (მიგეგება).

წმინდა სახარების მიხედვით, ღვთისმშობელმა მარიამმა და იოსებმა ყმა იესო მე-40 დღეს იერუსალიმში ტაძრად მიიყვანს, რათა უფლისთვის ძღვენი მიერთმიათ. ტრადიციისამებრ პირველშობილი ყმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისადმი მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს. იესოს მშობლებს მტრის ხუნდები შეუწირავთ.

ტაძარში მყოფი სვიმეონი, ანგელოზებისგან ნაუწყები იყო, რომ ანა წინასწარმეტყველთან ერთად იერუსალიმის ტაძარში მიგებებოდნენ ახალი აღთქმის მომტანს. მოხუცი სვიმეონი ყრმის მოლოდინით ცხოვრობდა და გაფაციცებით იყურებოდა ტაძრის კარიბჭისკენ.

ერთ დღესაც ტაძარში შემოდის ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ხელში. დაინახავს მას მოხუცი სვიმეონი და სულიწმინდის შთაგონებით მაშინვე ამოიცნობს მასში სამყაროს შემოქმედს. სვიმეონი სიხარულით შეეგებება მაცხოვარს და გულში ჩაიკრავს. "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი"- ამ სიტვების წარმოთქმის შემდეგ სვიმეონი მალევე აღესრულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )