ია აბულაშვილი
22.02.2021

პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ აღმოსავლეთით მე-5 საუკუნიდან არსებობს უძველესი მონასტერი, სადაც ქართველებს თავისი ეკლესია ჰქონდა და საუკუნეების მანძილზე ქართველთა სასულერო კერა იყო პალესტინაში.

საბაწმინდის ეკლესიას მსოფლიოს საეკლესიო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი 483-484 წლებში სალ კლედზე აუგიათ. საბას ლავრაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულერო პირი საბა გამწმენდელი, რომელმაც ქართველთათვის 532 წელს ეკლესია დაარსა.

მისივე ანდერძით შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, სადაც მრავალი უნიკალური ქართული ხელნაწერი შეიქმნა.

საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდნენ ასევე ცნობილი ქართველი სასულიერო პირები და მწიგნობრები, მათ შორის გიორგი თბილელი, იოანე ზოსიმე, მე-9 საუკუნიდან კი ილრიონ ქართველი.

საბაწმინდაში შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის უიშვიათესი ძეგლი იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართული ენისა", რომელიც დღეს სინას მთაზე ინახება. აქვე გადაიწერა გიორგი თბილელის მიერ ეფრემ ასურის "სწავლებანი".

864 წელს პალესტინის ქართველთა უძველეს მონასტერში შეიქმნა მრავალთავი, პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერი, რომელიც დღესაც სინას მთაზე ინახება. მრავალათავი გრიგოლ ხანძთელის მოწაფეს მაკარ ლეთეთელს შეუწირავს. ხელნაწერი სინური მრავალთავის სახელითაა ცნობილი.

საბაწმინდაში შექმნილი იადაგარი, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება, სინას მთაზეა დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )