ია აბულაშვილი
28.02.2021

ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, რომელიც მესტიის ცენტრში მდეაბრეობს, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრების უნიკალური ძეგლია. ეკლესია გამირჩევა იმითაც, რომ ის ორსართულიანი ბაზილიკაა. პირველი სართული მე-8 საუკუნეში წმინდა ბარბარეს სახელზე ააშენს, მეორე სართული კი - მე-13 საუკუნეში.  

გადმოცემის თანახმად, ეკლესია აუგია შალვა ქირქიშლიანს. მის ძმას  ნექეს კი მოუხატავს.  ძმებს  ცოდვების მოსანანიებლად ლაღმელებისთვის უთხოვიათ ნება მიეცათ ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ. პირველი სართული კლდის ქვით არის ნაგები, მეორე კი - შირიმის.

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია ცხოველთა რელიეფური გამოსახულებები. კარის ზემო ნიშაში კი გამოსახულია ორი ჯიხვი. ტაძრის  გარეთა ფასადზე  გამოსახულია „ადამისა  და ევას განდევნა სამოთხიდან“ და  „წმინდა ესვტაფეს ნადირობა“.

ძველი და ახალი აღთქმის სცენებით არის მოხატული ეკლესიის შიდა ფასადი - „შობა“. „მირქმა", „ნათლისღება“ და „ფერისცვალება". მხატვრული თვალსაზრისით განსაკურრეულად გამოირჩეული სამების ფრესკა. სატრიუმფო თაღს ამშვენებს წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს ფრესკები. თაღის ცენტრში კი გამოსახული იყო ჯვარი დავით და სოლომონ წინასწარმეტყველების ფიგურებით. ზედა ეკლესიის საკურთხევლის ნიშაში საფეხუროვან კვარცხლბეკზე აღმართულია გოლგოთას ჯვარი.

ლაღამის ეკლესიის უნიკალური განძეულობა, რომელიც მე-10  მე-12 საუკუნით თარიღდება,  ეკლესიის გაძარცვის შემდეგ მესტიის მუზეუმში ინახება, მათ შორის მე-13 საუკუნეში შექმნილი უნიკალური მაცხოვრის ოქრო-ვერცხლის ჭედური ხატი. წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ხატები მძარცველებს რუსეთში გაუყიდიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )