ია აბულაშვილი
04.04.2021

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრების ძეგლი - წამებულის მონასტერი, რომელიც ისტორიულ წყაროებში „აღდგომისა წამებულად“ არის მოხსენიებული, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მშვენებაა. კლდეში ნაკვეთი ეს მცირე ზომის ეკლესი მთის თხემის შემაღლებულ მასივში, უდაბნოს მონასტრის დასავლეთით აუგიათ. დავით გარეჯას რუკაზე იგი ნაჩვენებია დავითის ლავრასა და უდუბნოს მონასტერს შორის.

მონასტერი ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს.  მონასტრის ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს დაახლოებით 130-140 სმ სიმაღლის კედელი, რომელიც სარკოფაგს  ჰგავს. გადმოცემის თანახმად, მასში წამებული ბერების ძვლები აწყვია. 

ეკლესიის წინ კარიბჭეა, რომელიც მოგვიანებით მე-17 საუკუნეში კახთის მეფის არჩილის თაოსნობით მიუშენებიათ. მონასტერს უნიკალურობას სძენს ჭერის და კედლის მოხატულობა, რომელიც სავარაუდოდ მე-11 საუკუნეში არის შესრულებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )