ია აბულაშვილი
05.04.2021

"ვერეს დაბის დასალეთით არს, დანახვისის მთის ძირს, მონასტერი კეთილშობილი"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ქართული ხურომოძღვრების უძველეს ძეგლს ვერეს მონასტარს, რომელიც გორში სოფელ გარადტენიდან მდინარე ვერეს ნაპირებზე ტყეში აუგიათ.

მონასტერი მე-7 საუკუნით თარიღდება, მე-11 საუკუნეში კი გადაკეთებია ერისთავ მირიანს და ატენის ციხისთავს გრგნელს; ეს ორი პიროვნება მოხსენიებულა ატენის სიონის 1060 წლის ჩანაწერში. ერისთავი მირიანი და ატენის ციხისთავი გრგნელი მოხსენიებულია ეკლესის ესომთავრულ წარწერაში.

ტაძარი არქიტექტურულად სამნავიანი ბაზილიკაა, მოპირკეთებული შირიმის ქვით, ასევე გამოყენებულია უიშვიათესი წითელი და რუხი ფერის ქვები.

ტაძარს ამშვენებდა უნიკალური მოხატულობა. ფასადი გაფორმებული იყო დეკორით, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ სარკმლის ჩუქურთმის წნულში გამოსახული ჯვარი. მოხატული იყო საკურთხეველიც. ტაძრის მშვნება ძვირფასი კანკელიდან დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ნაწილი.

მონასტერი ღვთისმშობლის სახელზე აუგიათ, რომლის ქვემოთ კლდოვან კლდეს დღესაც გარს ვკრავს მე-9 მე-10 საუკუნის ციხის ნაგრგევები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )