ია აბულაშვილი
25.03.2020

წმინდა გიორგის სახელზე, რომლიც ქართველთა ყველაზე გამორჩეული წმინდანია, უამრვი ეკლესია-მონასტერი აუგია ჩვენს წინაპარს, მათ შორის არის სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. ამ ეკლესიაში დაბრძანებული წმინდა გიორგის უძველესი სასწაულმოქმედი ხატი, უშვილოთა შემწე და ყრმათა სასწაულმოქმედი მფარველია.

ეკლესიასთან და ხატთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა. ქარელში, სოფელ სოღოლაშენთან არის ადგილი, რომელსაც დედოფლის მინდორს უწოდებენ, რაც წმინდა-ხელშეუხებელ ადგილს ნიშნავს. ამ ადგილას არც ხნავდნენ და არც თესავდნენ, მხოლოდ მდელოს ხნულის შემოვლებით საზღვრავდნენ. ერთხელაც ერთ გლეხს, რომლიც ამ ადგილას გუთანს ამუშავებდა, დაღლილს ჩასძინებია და ხილვა უნახავს. გამოღვიძებულს არავისთვის არაფერი უთქვამს და ღვთის ნიშანს ელოდა. არც ხარები იძვროდნენ ადგილიდან. ამ დროს ხნულიდან დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთმა ხატმა გამოანათა. ამ ადგილას სამი ბერი მოვიდა, ხილვის თანხმად, ხატი ურემზე დაასვენეს და ხარები გაუშვეს. სადაც ხარები გაჩერდებოდნენ, იქ უნდა აეგოთ ეკლესია. ხარებმა თრიალეთის ქედისკენ მიაშურეს და იმ ადგილას გაჩერდნენ, სადაც დღეს სარკის წმინდა გიორგის ეკლესია დგას.

სარკის წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა გიორგის ხატი უშვილოთა შემწე, აქ გიორგობას ოდითგანვე უამრავი მორწმიუნე ამოდიოდა და სარკის წმინდა გიორგის ხატს შეწევნას სთხოვდა. ტრადიციულად მორწმუნენე ფეხშიშველი ამოდიოდნენ. ხატის მოლოცვის შედეგ, როცა შვილი შეეძინებოდათ, მადლიერების ნიშნად ეკლესიას აკვნებს წირავდნენ. ამ ეკლესიის გარშემო საუკუნეების მანძილზე უამრვი აკვანი იდგა. ეკლესიაში ამოჰყავდათ მძიმე სენით დაავადებულები, იყო შემთხვევები, რომ ურემზე დაწვენილი მძიმე ავადმყოფი, ეკლესიის კართან თავისით დგებოდა ურმიდან და ხატთან თავისი ფეხით მიდიოდა სალოცავად.

ძველ დროში, ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმინდა გიორგი ეკლესიაში შესაწირად. მაგრამ ცხვარი ხელიდან დაუსხლტდათ და ყინწვისის ეკლესიისკენ გაიქცა. დადევნებულებმა საოცრება ნახეს. ცხვარი ყინწვისის ეკლესიაში მივიდა, სამჯერ შემოუარა ტაძარს და კვლავ სარკის ეკლესიაში მივიდა, დაიჩოქა და თავი მიწაზე დადო. ამის ხილვით შეძრულმა მორწმუნეებმა წმინდა გიორგის მადლი შესწირეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×