ია აბულაშვილი
11.05.2020

ჯვრის მონასტერი, რომელიც ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა წმინდა მიწაზე, პირველი ცნობები მონასტრის ტერიტორიის შესყიდვის შესახებ უკავშირდება მეფე მირიანს. შემდეგ, მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს. ჯვრის მონასტრის მშენებლობა კი, რომელიც მე-11 საუკუნიდან იწყება, უკავშირდება ცნობილ ქართველ მოღვაწეს გიორგი პროხორეს, რომელიც ტაძრის მშენებლობას იწყებს ბაგრატ კურაპალატისა და მისი დედის, მარიამის ხელშეწყობით.

გიორგი პროხორე იყო ბერ-მონაზონი ტაო-კლარჯეთიდან, შავშეთიდან. სამონაზვნო მოღვაწეობა დაიწყო "წყაროსთავის მონასტერში". შემდეგ წავიდა პალესტინაში, საბა გამწმენდელის ლავრაში, სადაც რამდენიმე წელი მოღვაწეობდა, ხან უდაბნოში იყო ლოცვა-მარხვით, ხან ლავრაში.

მე-11 საუკუნეში პროხორემ წამოიწყო იერუსალიმის დასავლეთით ტაძრის მშენებლობა. გადმოცემის თანახამად, ექვთიმე გრძელის ბრძანებით - "მან იწყო შენება, მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსაც უწოდებიან ჯუარისა მონასტერი".

იმ ადგილზე, სადაც ლეგენდის თანახმად, აბრაამის ძიმსწულს ლოთს სამი ხე ცოდვის მოსანანიებლად დაურგავს. სამივე ხე ერთად შეერთებული ამოზრდილა მიწიდან, ნიშნად იმისა, რომ ღმერთმა ლოთს თავის ცოდვები მიუტევა. როდესაც სოლომონ მეფე იერუსალიმის ტაძარს აშენებდა, ლოთის მიერ დარგული ხე მოჭრეს და მშენებლობაზე წაიღეს, მაგრამ ტაძრის მშენებლობისთვის აღარ გამოიყენეს და ეზოში დატოვეს. უფლის ჯვარცმის დროს, რომაელმა ჯარისკაცებმა ამ ხისგან გააკეთს ჯვარცმა და ზედ იესო აცვეს.

ჯარის მონასტერი დიდხანს შენდებოდა, ბაგარტ მეოთხის დედას დედოფალ მარიამს გამოუგზავნია შემოწირულობა. მონასტერი მოხატეს და შეამკეს "ყოველთა საგანძურითა"; ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი გახდა გიორგი პროხორე, რომელმაც მონასტერში 80 ბერი შეკრიბა და მათ წმინდა საბას ლავრის სამონატსრო კანონი დაუდგინა წესად. ამას გარდა გიორგი პროხორემ იერუსალიმში ააშენა დიდი და ლამაზი სასტუმრო (ქსენადუქი).

ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი კარგი მწიგნობარიც იყო, მისი შეკვეთით არაერთი ხელნაწერი შეიქმნა, რომელიც ჯვრის ქართული მონასტრისა და ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის.

გიორგი პროხორე ევედრებოდა ქართველ მწიგნობრებს ახლად აშენებული ტაძრისთვის გამოეგზავნათ მათ მიერ თარგმნილი წიგნებიც. როდესაც, წინამძღვარი დაუძლურდა, ამოირჩია ერთ-ერთი თავის მოწაფე და ის დაადგინა წინამძღვრად, თავად კი არნონის უდაბნოში წავიდა. ამაგდარი ქართველი ღვთისმსახური იქვე გარდაიცვალა 1066 წელს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×