ია აბულაშვილი
14.05.2020

ქართველ დედოფალთა გალერეაში, რომელთაც განსაკურთბეული წვლილი მიუძღვით ქართული ეკლესიების აღორძიების საქმეში შინ თუ გარეთ, ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია ბიზანტიის ქართველ დედოფალს, ბაგრატ მეოთხის ქალიშვილს და დავით აღმაშენებლის მამიდას, მარიამს, რომლის შთაგონებითაც დავით აღმაშენებელმა გელათისა და იყალთოს აკადემიები დაარსა, სადაც მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო, ასევე უძველესი ბერძნული თუ სხვა ცვილიზაციას შემორჩენილი ლიტერატურა ითარგმნებოდა ქართულ ენაზე.

მარიამ დედოფლის დახმარებით აგზავნიდა დავით აღმაშენებელი გელათისა და იყალთოს აკადემიის წარჩინებულ მოწაფეებს უცხოეთში, რათა მიეღოთ საუკეთესო განათლება და შემდეგ ისევ სამეფო სამსახური ჩამდგარიყვნენ. მარიამ დედოფალმა გამოუგზავან დავით აღმაშენებელს გელათის აკადემიისთვის ხახულიდან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ხახულის ხატის სახელით შევიდა.

მარიამ დედოფალი ძმისწულს დიდ დახმარებას უწევდა საეკლესიო რეთორმების გატარებაში, სწორედ მისი რჩევით 1104 წელს დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია. მარიამ დედოფალი იყო ერთადერთი მანდილოსანი, რომელიც ამ ისტორიულ მოვლენას ესწრებოდა. იგი სპეციალურად ჩამოვიდა ბიზანტიიდან, რადგან აღელვებდა საქართველოს სასლუიერო ფენებში გაბატონებული ანარქია. ამ ისტორიულ კრებაზე იქნა მიღებული ძეგლისწერა. გადააყენეს უღირსი მღვდელმთავრები, მოწესრიგდა ხელდასმის წესი და საკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი.

ბიზნტიის ქართველ დედოფალს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის უცხოეთში ქართული ეკლესიების მშენებლობა-აღორძინების საქმეში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ ბერებთან. ეხმარებოდა და შესაწირს უგზავნიდა ათონის ივერთა მონასტერს. მონასტერი გაათავისუფლა გადასახადებიდან, შესწირა ადგილ-მამული. მისი მოთხოვნით ათონის მთაზე მოღვაწე ყველა ბერს ეროვნებით მოიხსენიებდნენ მემატიანეები საეკლესიო კრებულებში და ჟამთააღწერებში, რათა იბერიელი ბერ-მონაზვნების ღვაწლი მომავალში ვერავის მიეთვისებინა.

სინას მთაზე მისი თაოსნობით აშენდა მონასტერი კაპათა, რომელიც ქართული მწიგნობრობის თვალსაჩინო კერად იქცა. მარიამის შეკვეთით შეიქმნა შესანიშნავი ხელნაწერი "წიგნი სანაის მთის მარტვილობაზე". განსაკუთრებით აღსანიშნავია მარიამის ღვაწლი პეტრიწონის ქართული ლავრის მშენებლობაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მარიამ დედოფალი მონაზვნად აღიკვეცა, იგი თრაკიაში, მის კუთვნილ მამულში, ერთ-ერთ მონასტერშია დაკრძალული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×