ია აბულაშვილი
29.06.2020

იშხნის საწინაამძღვრო ჯვარი, ქართული ბეჭდური ხელოვნების უნიკალური ნიმუში, რომელიც 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია, დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. სამწუხაროდ ჯვრის პირვანდელი სახე აღარ არსებობს, იშხნის საწინამძღვრო ჯვარი 1930 წელს გაძარცვეს, იმ დროს როცა ის ქართული ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა.

"1930 წლის 10 ივლისს, ღამით გასტეხეს და გაძარცვეს ძველი ქართული ხელოვნების მუზევმი, დაარსებული ამ რამდენიმე წლის წინათ ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მეცნიერების კაბინეტთან. ჩვენი ძველი ხელოვნების დაზარალებულ სხვა ძეგლთა შორის, როგორც ჩანს, სამუდამოდ დაიღუპა 973 წლით დათარიღებული, განსაცვიფრებელი ძეგლი, ოქრომჭედლური ხელოვნების" - ასე აღწერს ცნობილი ქართველი მეცნიერი გიორგი ჩუბინიშვილი კომუნისტების დროს გაძარცული უნიკალური ჯვრის ამბავს.

იშხნის საწინამძღვრო ჯვარი, პირველად ფოტოზე აღბეჭდა ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა, რომელიც თან ახლდა ექვთიმე თაყაიშვილს ექსპედიციაში, როცა მოინახულეს იშხანის მონასტერი. ვერცხლის მოოქროვილ ჯვარს აქვს წარწერა, და აქედან ირკვევა, რომ სწორედ ილაროიონ ეპისკოპოსს 973 წელს შეუკვეთია იშხნის მონასტრისთვის.

ვერცხლის მოოქროვილი ჯვარი შედგება ორი ნაწიდისაგან. თვით ჯვარისაგან და ხეტარისგან, იომელიც შევერცხლილია და შემკულია სამი ბურთით და ცილინდრული რგოლებით. ბურთები მოჩუქურთმებულია. თავად ჯვარი ვერცხლისა, ოქროთია ნაჭედი, მდიდრულად შემკობლი პალმერებით და როზეტებით (მედალიონებით), რომელშიც ჩასმულია ძვირფასი თვლები და გამშვენებული ოქროს დაფერვით, სევადით, გრავიურით და ჭედვით.

ჯვრის წინა პირზე, შუაში ჯვარცმულია გამოსახული, ჯვარცმულს თავზე აქვს ასომთავრული წარწერა. ჯვრის მკლავები თავდება წვეტებით, რომელზედაც ლამაზი პალმერებია ჩაკრული. ჯვრის ქვემოთ მკლავი შემკული როზეტებით, შიგ ჩასმული ძვირფასი ქვებით. ჯვრის შიგნით ასევე მარაგალიტის მძივებით. გარდან მოსჩანს 13 როზეტი, ხუთი ზემოთ და ოთხ- ოთთხი მარჯვნივ და მარცხნივ მკლავზე. ძვირფას ქვებს შორის არის ერთი დიდი ამეთვისტოს თვალი. ბუდეებში ჩასმულია საფირონები და ზურმუხტები.

ჯვარცმის ფიცრის ქვემოთ როზეტში ჩასმულია ორი ზურმუხტი და ორი ლალაის თვალი. ჯვრის ზურგს ამშვენებს ჩამოსხმული ლითონის ჯვარი. ჯვარს აქვს ასომთავრული წარწერა "ქრისტე ადიდენ მეფენი ჩვენი და ერი მათი დაიფარე". რადგან ჯვარი იშხნის ეკლესიისთვის ტაო-კლარჯეთში დაუმზადებით. წარწერა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს იხსენიებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×