ია აბულაშვილი
01.07.2020

მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, რომელიც წალენჯიხაში შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს, მე-10 საუკუნის ქართული ხურთომოძღვრების ძეგლია. ლეგენდის თანახმად, ტაძრის აგება თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით ამ ადგილის შორიახლოს შეუსვენებია. გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ძვირფასეულობით ხურჯინაკიდებული ჯორი აკლდათ. მაშინვე მდევარი გააგზავნეს, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს, რომ იმ ადგილას ვნახეთ, სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო. თამარს თავისი თვალით უნახავს ეს ადგილი და ძალიან მოსწონებია. ბრძანა რომ აქ ეკლესია აეშენებინათ, ხუროთმოძღვარიც დაუტოვებია ტაძრის ასაგებად.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლსიაზე დღესაც შემორჩენილია ქართული და ბერძნული წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ სამეგრელოს მთავარს ვამეყ დადიანს ტაძრის მოსახატად კონსტანტინეპოლიდან საგანგებოდ მოუწვევია მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი, რომელიც ბიზანტიური სამხატვრო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.

ტაძარი მოხატულია უნიკალური ფრესკებით, განსაკუთრებით გამოირჩევა საკურთხევლის ღვთისმშობლის ფრესკა. ღვთისმშობელს მარჯვნივ უდგანან წმინდა პატრე და მიქაელ მთავარანგელოზი. მარცხნივ წმინდა პავლე და გაბრიელ მთავარანგელოზი. ამათ ზემოთ გამოსახულია ამაღლების სცენა. ღვითსმშობლის ფრესკაზე ასევე წამოდგენილია ჟამის წირვა ანგელოზთა. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ გამოსახულია ყრმა ქრისტე, რომელიც ზის სავარძელზე და ანგელოზებს მის თავზე სამწერობელნი უკავიათ. სამრეკლოს შუა გამოსახულნი არიან იოანე ნათლისმცემელი და სხვა წმინდანები. მთავარანგელოზები დიდრონი გრაგნილებით. ტაძრის ჩრდილო კედელის ფრესკაზე კი გამოსახულია მანდატურთუხუცესი ვამეყ დადაიანი, მისი მეუღლე მარეხი და შვილი გიორგი.

ტაძარში ინახებოდა მრავალი სიწმინდე, მათ შორის ჯვარცმის ხატი და ქეთევან წამებულის ნაქონი ღვთისმშობლის ხატი. 1624 წელს ირანში წამებით მოკლეს ქეთევან დედოფალი. მას საქართველოდან თან წაუღია ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სულ თან ატარებდა. ეპისკოპოს მიტროფანეს, რომელიც სპარსეთიდან გამოიქცა და თავი სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანთან შეაფარა, ეს ხატი წამოუღია და წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიას შესწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×