ია აბულაშვილი
02.07.2020

პორტუგალიაში, დე-გრასას საკათედრო ტაძარში, რომელსაც დღესაც ამშვენებს ქეთევან წამებულის მარტვილობის პანო - 12 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიმაღლისაა. მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავებით შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩაბრძანება, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისთვის.

ქეთევან დედოფალი, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისთვის 1624 წელს ირანის შაჰის აბას პირველის ბრძანებით ქალაქ შირაზმში საჯაროდ აწამეს, მისი წმინდა ნაწილები ინახებოდა ალავერდის ტაძარში, ასევე ინდოეთში გოას დე- გრასის მონასტერში, ვატიკანში წმინდ პეტრეს ტაძარში და ბელგიაში, ნამიურის ტაძარში.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ბედის შესახებ არაერთი ისტორიული წაყრო არსებობს. 1624 წლის 12 სექტემბერს ქეთევან წამებულს ჯალათებმა მიაკითხეს, მან დრო ითხოვა ლოცვისთვის. თავის სამლოცველოში უფალს სამშობლო შეავედრა, შესთხოვა მიეცა ძალა, რათა გაეძლო ტანჯვისთვის და ღირსეულად შეხვედროდა აღსასრულს. წამების წინ კი ორი სიტყვა აღმოხდა "სამშობლო, შვილო".

შაჰ აბასის ბრძანებით ქეთევან დედოფალი ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს, გახურებულ რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში. ფრჩხილები დააძრეს, ლუსმნებიან ფიცარზე დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. მისი გვამი ნადირებს მიუგდეს საჯიჯგნად, მაგრამ ღმერთმა სასწაული მოახდინა, დედოფლის ნეშტს ნათელი დაადგა.

ამ საშინელ წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი მამა ამბრაზიო დუშ ანაჟუში, რომელიც იცნობდა ქეთევან დედოფალს. " როგორც კი ქეთევან დედოფალს სული აღმოხდა, მისი ნეშტი ჩააგდეს ტომარაში და ორ კაცს დაავალეს დაეფლათ მინდორში.

ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყერს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ. დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვე და 13 დღე. პორტუგალიელი ტყვე და ჩემი მსახური გავიყოლე, მივედით მინდორზე, დავიწყეთ ორმოს თხრა. მხოლოდ მეორე დღეს მივაგენით ნეშტს. თვალცრემლიანი ამოვიყვანეთ დიდებული დედოფლის წამებული ცხედარი და ჩვენს მონასტერში წავასვენეთ საიდუმლოდ"- წერდა მამა ამბროზიო.

მალევე შაჰმა პორტუგალიელი ბერები დააპატიმრა, ტაძრის წინამძღვარს მანუელ დეუსს წმინდა ნაწილები თან წაუღია, როცა ბერები გაათავისუფლეს, დედოფლის წმინდა ნაწილები საგანგებოდ დამზადებულ ლუსკუმში ჩაუსვენბიათ.

სამი წლის შეიმდეგ 1627 წელს მამა ამბრიოზს ქეთევან წამებლის წმინდა ნაწილები, თავი და ფეხი ჩამოუტანია საქართველოში და თავის ხელით გადაუცია თეიმურაზ მეფისთვის. მეორე დღესვე დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დამარხეს. 1723 წელს წმინდანის ნაწილები დაიკარგა, როცა კახეთს ოსმალო და ლეკები შემოესიენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×