ია აბულაშვილი
13.07.2020

იესო ქრისტეს რჩეული 12 მოციქული, ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ საქართველოში, მათ შესახებ ცნობები მოიპოვება, როგორც ძველ ქართულ, ასევე ბერძნულ და ლათინურ ქრონიკებში. საქართველოში 12 მოციქულის მოღვაწეობის შესახებ ცნობებს გვაწვდის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე დორითე ტირელი ეპისკოპოსი, რომელიც მოღვაწეობდა მე-4 საუკუნეში. ეპიფანე კვიპროსელი, მე-10 საუკუნის მოღვაწე, ეკომენტი და სხვები.

წმინდა ანდრია პირველწოდებცლის შესახებ ყველაზე ადრეულ ცნობას გვაწვდის ევსევი კესარიელი მე-4 საუკუნის დასაწყისში. ასევე ათონის წმინდა მამები მე-10 და მე-11 საუკუნეებში. მათ გადმოგვცეს იბერიაში მოციქულების მიერ განვლილი გზა, რომელმაც ასახვა ჰპრვა "ქართლის ცხოვრებაში".

ისტორიკოსთა აზრით კი, ქრისტეს მოციქულების განვლილი გზა საქართველოში, ტრაპზონი, გონიო, დიდ აჭარა, ოძხე, აწყური, ცხუმი, ნიკოფსია, ემთხვევა მე-4 საუკუნის რომაულ საგზაო რუკას "ტაბულა პეუტინგერიანს", რომელზედაც საერთაშორისო სავაჭრო გზებია დატანებული.

ქრისტეს 12 მოციქულმა ქართველთა გაქრისტიანების გარდა საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ეკლესის, დაარსეს საქართველოში პირველი საეპისკოპოსო ქალაქ აწყურთან. მაცხოვარმა, ამაღლების წინ აკურთხა მოციქულები, რათა მათ მთელ მსოფლიოში ექადაქათ. მეათე დღეს, სულიწმინდის მოფენის შემდეგ მოციქულებმა იწყეს გამგზავრება მთელ მსოფლიოში.

ღვთისმშობელს საქართველო ხვად წილად. მაცხოვრის ნებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა. საქართველოში კი გამოაგზავნა წმინდა ანდრია პირველწოდებული, რომელსაც თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. ანრია მოციქული მოდიოდა იმ ქვეყანაში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის დიდი საუნჯე- წინასწარმეტყველ ელიას ხალენი, რომელიც საქართველოში მოუტანია ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილ ებრალებს. ქრისტეს უდიდესი სიწმინდე- იესო ქრისტეს უკერავი კვართი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწამე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა მცხეთაში.

მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კუთხეებში. დაბა აწყურში ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ, დატოვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ესვენა აწყურის საკათედრო ტაძარში. ანდრია მოციქულთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა საქართველოში მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც სოფელ კომანშია დაკრძალული. სიმონ კანანელის საფლავზე დღესაც არის წყარო, რომლიდანაც გადმოედინება სასწაულმოქმედი საკურნებელი წყალი.

გონიოშია დაკრძალული წმინდა მატათა, რომელიც მე-12 მოციქული მას შემდეგ გახდა, არც იუდა ისკარიოტელმა იესო გასცა და თავი ჩამოიხრჩო. " წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულა კრებაზე" მოციქცლებმა კენჭისყრით ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი მატათა აირჩია.

ერთ მოციქულს ეჭვი შეპარვია, საიდან ვიცით, რომ სწორედ მატათა არის ის გაიმორჩეულიო. ამ დროს მოხდა სასწაული, მოციქულებს იესო გამოეცხადათ სულისწმინდის სახით "ჭეშმარიტად გაუბნებით თქვენ, ეს არის ის, რომელზედაც გადმოსულია მადლი უფლისაო".

ბართლომე და თადეოზი ქადაგებდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ ამ მოღიქულებმა უქადაგეს ქართველ ერს, მონათლეს ისინი "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, გახდნენ ქრისტეს ეკლესიის დამფუძნებელები.

ქართველი ერი უკვე საუკუნეებია მადლიერებით იხსენიებს ქრისტეს 12 მოციქულს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე საქართველოში მე-4 საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს, 13 ივლისს ქართველი ერის აღნიშნავს სვეტიცხოვლობასაც, სვეტიცხოველიც, ხომ 12 მოციქულის სახელზე აშენდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×