რეზონანსი
16.07.2020

ქურდობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებს ორჯერ გაექცათ. ერთხელ, როცა ის ავჭალის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს და მეორედ, მას შემდეგ, რაც მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×