რეზონანსი
23.07.2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და მას ესწრებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ​ექსპერტიზის და მისი გადასვენების პროცედურებს სპეციალური განცხადებით განმარტავს.

„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უპირველეს ყოვლისა, გამოვთქვამთ მწუხარებას თამარბაჩალიაშვილისგარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი“, – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.

ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის, ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.

„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოსთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომლებშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ.

პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბიურო მზად არის, განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქმამდე.

ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული, ან სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა“, – აცხადებენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Ia   (23.07.2020)
Imas ar weren ram gamoiwvia magi ki ician eqspertze ro iyo

Asmati   (23.07.2020)
როგორ არ გრცხვენიათ ყინული ვის აინტერესებს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )