რეზონანსი
31.07.2020

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

„სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ გამოძიებას სთხოვა, გამოყოს ექსპერტთა კომისია და მოიწვიოს სამი ექიმ-კლინიცისტი, კერძოდ: ნეიროქირურგი, ნერვოპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათი პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს გადაადგილების შესაძლებლობა, ჰქონდა თუ არა მას ტრავმული შოკი.

ჩემი ღრმა რწმენით ადგილი უნდა ჰქონოდა, ქალა ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევის სახით. ვნახოთ ჩემს პოზიციას გაიზიარებენ თუ არა ნეიროქირურგები, ნევროლოგი, სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში ეს სამომავლო მსჯელობის საგანია“, - აღნიშნავს გეჯაძე.

როგორ მივიდა ექსპერტი ამ დასკვნამდე, არ ამხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×