რეზონანსი
31.07.2020

88%-იანი კლება ბოლო 6 თვის განმავლობაში - ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" წარმომადგენელი გვიხსნის, რომ სხვა ოპერატორების მსგავსად, მისი კომპანია სრული პარალიზების რისკის წინაშე დგას.

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა დაზარალებული ბიზნესსექტორების მთელი ჯაჭვი შექმნა. აქ ერთ-ერთი პირველი რგოლი სწორედ ავიაცია და ტრანსპორტის სფეროა.

პანდემიის შედეგების გავლენა ქართული ეკონომიკის მდგომარეობაზე დღეს ციფრებში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წარმოადგინა. 

ბიზნესასოციაციის შეფასებით, რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე დღეს წარმოდგენილ სტატისტიკაში ჩანს, რადგან აქ არ არის გათვალისწინებული პროგნოზები, რომელიც გასულ წელს პირიქით, ეკონომიკის და კომპანიების შემოსავლის ზრდის თვალსაზრისით კეთდებოდა.

ეკონომიკის ვარდნის მონაცემებში პოზიტივის პოვნას ცდილობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავა ხაზს უსვამს, რომ გასული თვეების განმავლობაში კლება ორმაგი იყო და ამ ფონზე ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს.

"კურიერთან" პროგნოზებზე საუბრისას ორ სცენარს განიხილავს კომპანია "GalT and taggart"-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ევა ბოჭორიშვილის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მდგენელი ტურიზმის გააქტიურება იქნება, ანუ ის, თუ როდის და რომელ ქვეყნებთან აღდგება მიმოსვლა.

ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასების შემდეგ საქსტატი მომდევნო კვირას წარმოგვიდგენს ციფრებს, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე ყოველდღიურად აისახება. 3 აგვისტოს დაგეგმილ პრეზენტაციაზე ივლისის თვის ინფლაციის და ფასების ზრდის მაჩვენებლებს გაასაჯაროებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×