რეზონანსი
31.07.2020

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მის თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის მი­მარ­თვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ მის მო­თხოვ­ნა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს.

"მე­სა­უბ­რა წე­ღან გი­ორ­გის დე­დაც და მა­მაც, და­მი­რე­კეს, სად­მე არ შეგ­ვხვდეს შემ­თხვე­ვი­თო, თო­რემ რო­მელ შეხ­ვედ­რა­ზეა ლა­პა­რა­კი, უბ­რა­ლოდ ისე არ მოხ­დეს, რომ პრო­ცეს­ზე ან სად­მე გა­და­ვიკ­ვე­თო­თო, თო­რემ სა­ში­ნე­ლე­ბას და­ვატ­რი­ა­ლებ­თო" - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა­ძემ "360 გრადუსში".

დღეს თამაზ ხომასურიძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა სურს და მის­თვის სათ­ქმე­ლი ბევ­რი აქვს. მისი აზრით, გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის და ამ ყვე­ლა­ფერ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ბიძა, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს.

"თუ და­ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩემი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა, ჩემ­მა შვილ­მა არ გა­ი­ხა­როს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მის­ცენ. თე­ო­რი­უ­ლად და­საშ­ვე­ბია, რომ მეც მა­ტყუ­ებს, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ გა­არ­კვი­ოს. მკვლე­ლი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვი­ლიც რომ იყოს, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს; მაგ­რამ ეს კა­რი­ე­რის­ტი კაცი იმის მა­გივ­რად, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა დე­ტალ­ში ჩა­ე­ძი­ოს, შეც­დო­მა არ გა­ა­პა­რე­ბი­ნოს, ყვე­ლა­ფერს ხელს აფა­რებს. მე უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს გა­მო­ძი­ე­ბა, ვიდ­რე ამ კაცს. ბი­ძა­მი­სი კა­რი­ე­რის­ტი ადა­მი­ა­ნია, ხალ­ხს გა­აც­ნო თავი თო­რემ აქამ­დე ვინ იც­ნობ­და? ის პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე ფიქ­რობს. გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს", - განაცხადა ხო­მა­სუ­რი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Მადონა მანდარია   (01.08.2020)
ᲘციᲗ რამაკვირვებს ამ ხალხის? Თქვენ რომ ბიᲫა იყოᲗ, არ დაიცავდიᲗᲨენიანის ინტერესებს? Რატომ ჯᲦაბნიᲗ უაზრო რამეებს,რადგან გრიგოლიამ წაიყრანტალა რაᲦაცა, მისი ისე გჯერაᲗ, მგონი საკუტარ Შვილსაც არ დაუჯერებდიᲗ.Თანაც კაცი ადვოკატია, აბა მᲨობლებმა იწიოკონ, ამოდენა ტრაგედია ტრიალებს ოჯახᲨი?ვისაც არ გამოგიცდიაᲗ Შვილის დაკარგვა, იმისᲗვის Ძალიან ადვილი საᲗქმელია სხვისი Ჭირი.მაგ ბავᲨვის მამას გავგლეჯდი მასეᲗი სიტყვების გამო, Თუნდაც უდანაᲨაულო იყოს მისი Შვილი.მᲨობელი არახარ Შე უტვინო კაცო? Შენი Შვილი უდანაᲨაულორომც იყოს, ცოცხალი და საᲦსალამაᲗი გყავს.რას ისვრი ამ სიტყვებს უაზროდ? ᲛᲨობლების მიმარᲗ პატივისცემა გამოიᲩინე, ამ მᲫიმე Ჟამს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×