რეზონანსი
01.08.2020

სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი მისი დაავადებისთვის აუცილებელ პრეპარატზე საუბრობდა, რომლის შეძენის შესაძლებლობაც აღარ აქვს, რადგან დაკარგა სამსახური და ფინანსების გარეშე დარჩა.

მიმართვის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მას დაუკავშირდნენ ძველი სამსახურიდან და უახლოეს პერიოდში აღადგენენ, ასევე ფინანსური დახმარება გაუწიეს ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა. ასევე, დაეხმარება მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნინა კობახიძეც.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ კობა დავითაშვილს დახმარება, სავარაუდოდ, მომავალშიც დასჭირდება, ვინაიდან დაავადება, მისი თქმით, არ იკურნება და საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×