რეზონანსი
01.08.2020

რუსთავში დააკავეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებმაც თაღლითური სქემის საშუალებით, მამაკაცს თანხა გამოსძალა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა.

სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით, ქალი იაღლუჯის ფერდობზე უფროსთან ერთად მისივე ავტომობილით ავიდა.

რამდენიმე წუთში, ადგილზე მივიდა ქალის ქმარი და მობილურით, შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, პარტნიორთან, ანუ საკუთარ ცოლთან ერთად, ვიდეოზე აღბეჭდა. ქმარი აღნიშნული ფაქტით ვითომდა გაბრაზდა, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლის უფროსს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ, ვიდეომასალას წყვილი შანტაჟისთვის იყენებდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რუსთაველმა ცოლ-ქმარმა მამაკაცს 15 000 დოლარი გამოსძალა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლ-ქმარმა მას იგივე ოდენობის თანხა მეორედ მოსთხოვა.

სამართალდამცავებისთვის მიმართვის შემდეგ რუსთავის პოლიციამ ცოლ-ქმარი მალევე დააკავა.

წყარო: ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
თემო   (02.08.2020)
არ დაიჯეროთ! სისულელეა!

ჭორლეონე   (01.08.2020)
ამაზე რა დავწერო აღარ ვიცი. ნერვები აღარ მაქ

ჯიმა   (01.08.2020)
ერთი პაღური კიდევ უნდა დაგიმატოთ. სინდისი, ნამუსი, მორალი და ზნეობა რომ არ აქვთ, ფაქტია. თქვე გადანგრეულებო, ყველაფერთან ერთად უტვინოებიც ხართ. თუ ფულის შოვნა გინდოდათ ადამიანური ის დაკარგვის ხარჯზე, უსაფრთხო სექსი რად გინდოდათ? დაორსულიყავი და ალიმენტები მოგეთხოვათ თქვე უტვინო კახპებო.

ჯიმა   (01.08.2020)
საბოლოოდ რა გამოდის? 1. ქალი ბოზი 2. ქმარმა თვითონ დაიდგა რქები 3. ციხე არ აცდებათ თავისი თავისებურებებით თაგვმა თხარა თხარაო...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×