რეზონანსი
01.08.2020

პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი თქმით, კობა დავითაშვილისთვის მადლობა ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა:

„იმდენადაა აჩქარებული ჩვენი ცხოვრების ტემპი, იმდენად ვართ დატვირთული ყოველდღიური პრობლემებით, საქმით, ხმაურით, რომ ზოგჯერ ვეღარც ვხედავთ ერთმანეთს. ვერ ვგრძნობთ, ვის ვჭირდებით. ვერ ვაცნობიერებთ, სად უნდა ვიყოთ. ვერ ვგულისხმავყოფთ, რა არის მთავარი და რა- მეორეხარისხოვანი. რა მოითმენს და რა - ვერ…

კობა დავითაშვილი იმსახურებს! ის იმსახურებს! ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ვის წინაშე ვართ ვალში…ვის უნდა ვუფასებდეთ ბრძოლას. მადლიერება სათნოებაა. კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ეს ჩვენი შვილებისთვის გაღებული მსხვერპლია. კობა, მადლობა შენ!!!

P. S. ამჯერად კობამ მოგვიხმო. მე მინდა, როცა გაგვიჭირდება, ან როცა გაგვეხარდება, მოხმობის გარეშე დავინახოთ ერთმანეთი“.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც კობა დავითაშვილმა სახელმწიფოს მძიმე სენთან ბრძოლისთვის დახმარება სთხოვა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა ის წამლის ფულით უზრუნველ​ყვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×