რეზონანსი
01.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილს ფიზიკურად შესაძლოა, საბურთალოელები გაუსწორდნენ. თამაზ ხომასურიძე აღნიშნავს, რომ ქურდულ მენტალიტეტში, როდესაც ჩხუბის დროს ძმაკაცი ძმაკაცს მიატოვებს, ამის გამო მას შურისძიების მიზნით ფიზიკურად უსწორდებიან.

„პოლიციამ ბოლოს ნახა ვინ ჩამოვიდა იმ აგარაკზე მანქანით? საბურთალოელები ჩამოვიდნენ ნახალოვკელების საცემად, გაიგეს, რომ ნახალოვკელებმასცემეს საბურთალოელებს, ჩამოვიდნენ შურისსაძიებლად. გაიგეს, რომ შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა მათ, მერე საერთოდ გაიქცა და შურისძიების მიზნით სცემეს. ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება... მერე რა რომ გამომძიებელი ვიყავი, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი, როდესაც ორი ძმაკაცი ჩხუბობს და ერთი ძმაკაცი ჩხუბიდან გაიქცევა, ის მეორე სცემს მას რატომ გამექეცი ჩხუბიდან და რატომ დამტოვე მარტოო. ვგულისხმობ, დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბს, როდესაც ჩიქოვანს თავი გაუტეხეს. 

ცხონებული ხომ არ ეხმარებოდა თავის ძმაკაცებს და აშველებდა. შეიძლება მაგის გამო სცემეს, რატომ გვაშველებდი და რატომ არ გვეხმარებოდიო. რატომ გამოვრიცხავთ ამ ვერსიას?! დილის 4 საათამდე ხომ იმალებოდა იქ ვიღაც?! სატელეფონო ამონაწერებში ჩანს ეს. საბურთალოელი იყო ის პიროვნება და შეიძლება მან ნახა ბოლოს“, – ამბობს თამაზ ხომასურიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Saertod   (01.08.2020)
Saertod mosashorebelia eg Rusebis mier shemogdebuli qurduli mentaliteti. Uanravi Qartveli sheieira da gaaubedura ojaxebianad!!! Saqartveloshi unda iyos mxolod erti- Qartuli gageba!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×