რეზონანსი
01.08.2020

ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და არ ვიცი, მეორე ტალღაზე რატომ ვლაპარაკობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის მოსალოდნელი დროის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩემი წარმოდგენითა და შეფასებით, ჯერჯერობით, პირველი ტალღაც არ დამთავრებულა და თუ ჩვენ მეორე ტალღას ვუწოდებთ დაავადების მკვეთრ მატებას, ეს სხვა რამაა. ჯერჯერობით, პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რეგულაციები უნდა შევასრულოთ“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×