რეზონანსი
01.08.2020

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. კერესელიძე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თიანეთში, ყაზბეგში, მცხეთაში და დუშეთში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო სამუშაო დღე უკვე ყოფილმა გუბერნატორმა რეგიონში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან შეხვედრით დაასრულა. შალვა კერესელიძემ სამხარეო ადმინისტრაციის და სამხარეო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე მცხეთის,დუშეთის ყაზბეგის, თიანეთის მერიის და საკრებულოს წევრებს, ახლაგორის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×