
გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეოს სადაც მაშველები მოხუცს ეხმარებოდნენ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„რამდენიმე დღეა ონის რაიონის სოფელ უწერაში ვართ, რომელიც ცხელ წერტილად ითვლება. საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - მოგლეჯილი იყო ხეები, წაღებულია ხიდები, სოფლებსა და მუნიცილიტეტებს შორის დამაკავშირებელი გზები, საყანე მიწები, ელექტრობოძები, კოტეჯები, სახლებს გამოცლილი ჰქონდა საძირკვლები...“ - განუცხადა, ამბები.ჯის მაშველმა ელიზბარ კოპალიანმა.
ვიდეოს შესახებ მან ახსნა, რომ მოხუცი წითელ ზონაში ცხოვრობს „მისი სახლი დგას, სახლამდე მისასვლელი გზაც არ არის წაღებული, მაგრამ სტიქიით დაზიანებულ ადგილებთან ეს ოჯახი ძალიან ახლოს არის. მას და მის შვილს აუცილებელი მედიკამენტები სჭირდებოდათ, რადგან მკურნალობის კურსს გადიან და დაგვიანება არ შეიძლებოდა.
„მოხუცმა ერთი დღით ადრე გაგვაფრთხილა, შეიძლება ხვალ თქვენი დახმარება დამჭირდესო, ჩვენც თადარიგი დავიჭირეთ და თოკებით მივაწოდეთ... მაშინ გაუმასპინძლდა ის გულიანი ბებო ჩვენს ბიჭებს ცხელი ლობიანებით, ამდენს რისკავთ და შრომობთო, გვითხრა და დალოცა. სწორედ მაშინ გადავიღე ის ვიდეო.
„მხოლოდ ის მოხუცი და მისი შვილი კი არა, სხვებიც არიან იქ, მუდმივი მაცხოვრებლები და ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ყველა მათგანთან მუდმივი კავშირი გვაქვს და ყველაფერს ვაწვდით, ეს იქნება მედიკამენტი თუ სანთელი“
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე