რეზონანსი
01.08.2020

გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ანატომია" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს და შემდეგ ეს იწვევს სწორედ იმას, რომ, გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა არაა საკმარისი. შესაბამისად, გვიწევს ხოლმე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ მთავრობას. სამწუხაროდ, საინფორმაციო გარემო წალეკილია არასწორი ინფორმაციით. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ამაზე მთელი ტროლების ფაბრიკები მუშაობს - არა მარტო რუსული ან სხვა, არამედ, აქაც, საქართველოშიც" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
:(:(   (01.08.2020)
ბატონო იმნაძე მედიას რომ არ ვუსმინოთ, ჩვენც გვაქვს თვალები და ყურები, დავინახოთ და მოვისმინოთ, რაც ჩვენ გარშემო ხდება.მიზანმიმართულად გსურთ, გამოკეტოთ სახლში ხალხი და შიშში გვამყოფოთ.ვისავ გაქვთ მაღალი ხელფასები, ომახიანად მოგვიწოდებთ: დარჩი სახლში! რომ დავრჩეთ სახლში, რომ არ გაიხსნება საზღვრები, რომ მშიერი გვეყოლება ოჯახები, თქვენი რეგულაციები აღარაფერში დაგვჭირდება.გვესმის , კარგ საქმეს აკეთებთ, მაგრამ ნუ ზაფრავთ ხალხს, როცა არაფერი ხდება დასაზაფრი!

qristeani   (01.08.2020)
ერთადერთი რუსული მედიაა ვინც ავრცეებს ეგეთ სისულელეებს და მაგასაც შენი საყვარელი ქოცები უჭერენ მხარს, ასე რომ იარე იარე ქოცების შეკრებებზე და მერე ეჭიდავე მაგათსავე გაფუჭებულს

ultra   (01.08.2020)
არ გეკადრება შენნაირ კაცს ასე ერთი ხელის მოსმით მედიაზე ლაპარაკი. შენ ვისი მხარდამჭერიც ხარ, ზუსტად მაგ ხელისუფლება უმაგრებს ზურგს იმ რუსეთუმე, ქვეყნის დამაქცევარ მედიას რომელიც ხალხს ვირუსის არარსებობაში აჯერებს. ასე რომ კარგად დაფიქრდი ვის ან რას უჭერ მხარს და ვინ ან რა მედიასაშუალება დგას ქოცების მხრებზე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×