რეზონანსი
01.08.2020

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის მშობლები თბილისში იმყოფებიან და შვილს დედაქალაქში ეძებენ.

როგორც მოზარდის მამამ, დავით ფილფანმა „ფორმულას" განუცხადა, შვილის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ახალი ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუდმივ კონტაქტზეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი არაფერი უთქვამთ. ილიას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი ახალი არ გაუგიათ. ისინი გვეკითხებიან, კიდევ რით შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში და აქ ვეძებთ ჩვენს შვილს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ილიას დაკარგვის შესახებ. შეხვედრაზე მითხრეს, რომ ჩემს შვილს მთელ ქვეყანაში ეძებენ", - განაცხადა დავით ფილფანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათია   (01.08.2020)
ღმერთო გამოაჩინე ეს ბავშვი ცოცხალი და საღსალამათი.დაუბრუნდეს შვილი მშობლებს.ყოველი დღე ვეძებ ამბებში რომ გავიგო მისი კარგად ყოფნის ამბავი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×