რეზონანსი
01.08.2020

დაავადებათა კონტროლის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების კრიტიკოსებს უპასუხა.

იმნაძე ამბობს, რომ მათი გუნდის პასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა და როცა კონკრეტული პირების მიერ, ეკონომიკის გაჩერებასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები ესმის, ამბობს, რომ ის და მისი გუნდი ადამიანებს ვერ გაწირავს.

„როცა მესმის რომ ავამუშაოთ ყველაფერი და გამოვუშვათ ეს ხალხი გარეთ - ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უნდა გავწიროთ. ამას ვერ ვიზამ. ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა ჩემი პასუხისმგებლობაა. ეკონომიკა გაცოცხლდება და ადამიანი ვერა", - ამბობს პატაა იმნაძე ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ანატომია".

ამასთან იმნაძემ განაცხადა, რომ ადამიანებმა სიფრთხილეს მოუკლეს და თითქმის ყველაფერი ისე გრძელდება, როგორც კორონავირუსამდე იყო. ამაში მედიკოსი კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებებს ადანაშაულებს. მისი თქმით, ზოგი პლატფორმა სპეციალურად იმისთვისაა, რომ ადამიანებს დააჯეროს, თითქოს კორონავირუსი არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
@@   (01.08.2020)
დასტრესილი, დანევროზებული, თვითმკვლელობამდე მისული ადამიანი არ გაგიგიათ თქვენ ბატონო პაატა? ბევრი ოჯახია ასე, რეგულაციების გამო, ოჯახი სრულიად შემოსავლის გარეშე რომ დარჩა და ვერ უშველის იმათ თქვენი მოსაზრებები


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×