რეზონანსი
01.08.2020

ავთანდილ ბილანიშვილმა, მეტსახელად კაწრომ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით არის გამოკითხული, დნმ-ის ნიმუში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნებაყოფლობით ჩააბარა. ამის შესახებ მისი ადვოკატი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრობს. 

თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები რომ არ გაჩენილიყო, მან დნმ-ს ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა.

„გამოძიებას აქვს ამის უფლებამოსილება, რომ პირი დაიბაროს და ნებაყოფლობით ჩააბარებინოს დნმ-ის ნიმუში. გამოძიება დაინტერესებულია ყველა იმ პირით, ვისზეც ეჭვი არის გამოთქმული. ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ იყოს კითხვები, არ იყოს გაურკვევლობა, არ იყოს სხვადასხვა ქალი ჟურნალისტის მიერ ჭორაობის დონეზე გამოთქმული ვარაუდი, რომ ავთანდილ ბილანიშვილი გარბის, ან კიდევ ვინმე ხელს აფარებს. არც პოლიციელი მფარველობს „კაწროს“, არც ქვეყნიდან არ გარბის და დნმ-იც ჩააბარა დღეს ნებაყოფლობით, რათა არ იყოს კითხვები მასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ აბესაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (02.08.2020)
იმ დღეების კავშირები,სატელეფონო,და სხა ქსელებით ჩააბარე,დნმი რა "პონტაობ" შენ მკვლელობას არავინ არ გედავება არც გამოძიება და არავინ!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×