რეზონანსი
02.08.2020

რუს­თავ­ში, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით  ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა თ. ე-მ და ე.ნ-მ, რუს­თავ­ში მოღ­ვა­წე ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს, შან­ტა­ჟის გზით, თან­ხა გა­მოს­ძა­ლეს.

კერ­ძოდ, ახალ­გაზ­რდა ქალი ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს იმ სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­თი აშან­ტა­ჟებ­და, რო­მე­ლიც მის­მა ე.წ. ქმარ­მა ე.ნ-მ გა­და­ი­ღო. ე.ნ-ს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თ.ე-ს მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­წო­ლის, შან­ტა­ჟის, მუ­ქა­რი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და მისი წყა­ლო­ბით ის ცი­ხე­ში ერთხელ უკვე მოხ­ვდა.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა 23 წლის თ.ე- სამი წლის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო და ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა. მას, იმ დრო­ის­თვის ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და და მე­უღ­ლე მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ახალ­გაზ­რდა ქალი ე.ნ-ს მე­უღ­ლეს­თან მი­ვი­და, უამ­ბო მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­სათ­ვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა.

მე­უღ­ლემ ე.ნ. მი­ა­ტო­ვა, მე­ო­რე ბავ­შვზე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ორ თვე­ში კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ე.ნ. ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლობ­და და თ.ე-მ მისი და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შა და მა­მა­კა­ცი და­ა­ჭე­რი­ნა. ქალ­მა შემ­დეგ ცი­ხე­ში მი­ა­კი­თხა და უთხრა, რომ მის­გან ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ერ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კვლავ თ.ე-თან ერ­თად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ქა­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, რის გა­მოც, ახლა უკვე მან უჩივ­ლა“, - აცხა­დებს ანი კე­კე­ნა­ძე.

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვის სქე­მა, სწო­რედ ქა­ლის მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ე.ნ. მან, მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა ვი­დეო გა­და­ე­ღო. რო­გორც ის ამ­ბობს, 23 წლის გო­გო­ნა მე­გო­ბარ მა­მა­კაცს ემუქ­რე­ბო­და, რომ თუ მის ნათ­ქვამს არ შე­ას­რუ­ლებ­და, შვილს მო­უკ­ლავ­და.

გო­გო­ნა ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნია, ფი­ზი­კუ­რად საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს, ის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო. ქალი, მა­მა­კაცს და­უ­ახ­ლოვ­და და ერთ სა­ღა­მოს, მას­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გან­მარ­ტოვ­და. საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მო­კი­თხვის ოქმი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მან ქალს სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ქალ­მა უარი უთხრა და სთხო­ვა იაღ­ლუ­ჯის მთა­ზე ასუ­ლი­ყო მან­ქა­ნით, სიბ­ნე­ლე­ში გა­მოჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მათ თავ­ზე და­ად­გათ, ყვი­რო­და, ჩხუ­ბობ­და, კაცს ხელი ჰკრა, თან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ოს უღებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას ქალი და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ მას "ქმა­რი სცემ­და და ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბით იმუქ­რე­ბო­და", თუ ბიზ­ნეს­მე­ნი, თან­ხას არ გა­და­უხ­დი­და, თან ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ვი­დეო ჩა­უგ­დო, სა­დაც თით­ქოს­და თვა­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი. მე­ო­რე ვი­დე­ოც გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩან­და, თით­ქოს მუც­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ქმარ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მან თვა­ლებ­ზე მუქი ფე­რის ტონი წა­ის­ვა, თით­ქოს სი­ლურ­ჯე­ე­ბი აქვს, მუ­ცელ­ზე კი წი­თე­ლი პო­მა­და წა­ის­ვა და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ბინ­ტით გა­და­იხ­ვია.

ბუ­ნებ­რი­ვია ბიზ­ნეს­მე­ნი შე­შინ­და, მას მე­უღ­ლე ჰყავს და თან კო­ლე­გებ­თან ამ ამ­ბის და ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ სურ­და, სწო­რედ ამი­ტომ ქალს 15 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, თუმ­ცა შან­ტა­ჟი მისი მხრი­დან არ შე­წყდა და ბიზ­ნეს­მენ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის უკვე პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. ქალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით და კი­დევ იმ მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით, რო­მე­ლიც მან ე.ნ-ს გა­მოს­ძა­ლა, ბინა შე­ი­ძი­ნა და ე.წ. ქმარ­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა. ე.წ. ქმარს იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ისი­ნი არ არი­ან.

"საქ­მე­ში არის ვი­დეო და აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორ ესა­უბ­რე­ბა ქალი თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, ჩი­ნელ მა­მა­კაცს და რო­გორ ეუბ­ნე­ბა, რომ ამას ქმა­რი აი­ძუ­ლებს, ტი­რის და ასე ცდი­ლობს მას­ზე ზე­წო­ლას, თან სთა­ვა­ზობს თუ არ გჯე­რა ბავ­შვს და­ვი­ტო­ვებ, მო­მე­ცი თან­ხა, წა­ვუ­ღებ ჩემს ქმარს, ვი­დე­ოს გა­და­ვი­ღებ, რომ მარ­თლა მას მი­ვუ­ტა­ნეო და მერე მო­მე­ცი ბავ­შვი. ამ ყვე­ლა­ფერს მა­შინ ეუბ­ნე­ბა, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მენს ეჭვი შე­აქვს, რომ ქა­ლიც გა­რე­უ­ლია ამ საქ­მე­ში და მხო­ლოდ კაცი არ აშან­ტა­ჟებს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე.

წყარო: ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
....   (02.08.2020)
ყოჩაღ, აბა თქვენ იცით გაეჯიბრეთ ერთმანეთს ვინ უფრო მეტ სისაძაგლეს იკადრებთ. ქცეყნის შემარცხვენელო ავხორცო ქალო.

Jemala   (02.08.2020)
Bindzuri deda vatire sheni,23 clisa reebs chalichobs,43 ras izams es dedamtynuli..dedobis upleba unda chamoartva,ra gaizdeba mis xelshi ba sh ebi


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×