რეზონანსი
02.08.2020

მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძის ნაციონალებთან კოალიციიდან გასვლაზე.

„ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, მინდოდა მიმეცა შანსი და ყოველთვის მასზე ვამყარებდი იმედებს, ჩვენთან მას რაღაც ფუნქცია ქონდა და ამ ფუნქციას მართლა ასრულებდა, მე მასთან არავითარი პირადი წყენები არ მაქვს, მაშინ როდესაც მე პოროშენკომ კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და მისი საარჩევნო კამპანიის პირადი მრჩეველი გახდა. შეიძლება ჰქონდა რაღაც ფინანსური სტიმულები, რაც იყო ეს იყო", - განაცხადა მან "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.

„ამ შემთხევაში  ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩვევლებრივი თამაში რომ როგორმე დაგვშალოს. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს.

„აქ უნდა იყოს თეთრი და შავი, სინათლე და სიბნელე.  ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადაათრია თუ ვინ გადაათრია. 

„არ მინდა მე ამაზე ბევრი ლაპარაკი, არ არის ეს ისეთი ფიგურა რომ მე ბევრი დრო დავხარჯო. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი მეორე მხარეს ქართველი ხალხი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (02.08.2020)
მოგეწონა ჩარკვიანო შენი ქებული ბოსის დახასიათება? იმსახურებს ამას გიორგი?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×