რეზონანსი
03.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს საკალმახეში მას უთხრეს, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერები მუშაობს. 

როგორც რამიშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, ის იყო მისული საკალმახეში და ვიდეო კამერებთან დაკავშირებით, დაწესებულების მენეჯერს ესაუბრა.

"მე მითხრეს, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერები მუშაობს. დირექტორი ადგილზე არ იყო. მოვითხოვე მენეჯერი და როცა ჩემთან მოვიდა, ვკითხე თუ მუშაობდა კამერები და მითხრეს, რომ მუშაობდა. და ახლა არ მუშაობს 4 წელი?! ახლა გაფუჭდა?! ესე იგი მომატყუა ან ახლა იტყუებიან. ხო ჩავა პოლიცია და გაარკვიონ. შევეკითხე გარკვევით თუ მუშაობს და მითხრეს, რომ კი, მუშაობსო", - განაცხადა რამიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×