რეზონანსი
03.08.2020

გარდატეხის ასაკში ჩემს შვილს უჭირდა. მისთვის ერთი აბი წამალიც მომწამვლელი აღმოჩნდა, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

„გარდატეხის ასაკში ჩემს შვილს უჭირდა. იქაც სახელმწიფოა დამნაშავე, რომ ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რისი მიცემის უფლებაც 12 წლის ბავშვისთვის არ ჰქონდათ. ბავშვმა ეს წამალი მიიღო. იაშვილის კლინიკაში იწვა. მდგომარეობიდან გამოვიდა. ერთი აბიც მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა… დიდი დოზა იყო“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სხვათა შორის, დღეს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილმა ბაჩალიაშილის ოჯახის ახლობელის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბაჩალიაშილს 10 წლის წინ (ანუ 13 წლის ასაკში) თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, დიდი დოზით მედიკამენტები მიიღო და რამდენი დღით იაშვილის კლინიკაშიც იწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ნია   (04.08.2020)
გარდატეხის ასაკი რა შუაშია, იქნება ვიღაცა უყვარდა...ეს ის ასაკია როცა თავის თავს არ ეკუთვნის მოზარდი.

ნინია   (04.08.2020)
ეს Nურნალისტები არიან ყოველგვარ მორალს და პროფესიონურ ეთიკას მოკლებული. მოკრავენ რაღაცას ყურს და ააგორებენ სენსაციად. გიორგის ოჯახი არ წამოეგო ამათ პროვოკაციას და ეს საცოდავი ქალი უკვე კლანჭებში ყავთ.

1234   (04.08.2020)
ამდენი თვითმკვლელობა მიუთითებს რომ მედი ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდების და ახალგაზრდების ფსიქიურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ავლიპას დრო საქართველო ლიდერიო ამ დარგში. დღეს? საავადმყოფოები დაყიდულია, სპეციალისტებიც აღარ დარჩნენ ალბათ, კვლევებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ეს ბავშვიც შეიძლება გადარჩენილიყო დროული და ხარისხიან ფსიქოლოგიური დახმარება რომ მიეღო.

კახელი   (03.08.2020)
ეს ქალი და მამაც გააჩუმეთ ვინმემ ცოტა ხნით.რაებს ლაპარაკობენ დაასვენონ ის ბავშვი საფლავში ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

კახელი   (03.08.2020)
ეს ქალი და მამაც გააჩუმეთ ვინმემ ცოტა ხნით.რაებს ლაპარაკობენ დაასვენონ ის ბავშვი საფლავში ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×