რეზონანსი
04.08.2020

გუშინ სამშობიარო კლინიკა "ჰერაში" მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა. 41 წლის პაციენტი, რომელმაც 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა.

მშობიარე თამუნა მინაშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. საკეისრო კვეთა ექიმმა ირაკლი მაჭარაძემ გააკეთა.

"პრაიმტაიმი" მეან-გინეკოლოგს ირაკლი მაჭარაძეს დაუკავშირდა.

- როდესაც მთავრდებოდა საკეისრო კვეთა, მოხდა არტერიული წნევის ვარდნა და გულის გაჩერება. ყველანაირ ზომას მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ დადგა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტის ცხედარი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და საბოლოო მიზეზი სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარი დიაგნოზი ალბათ არის თრომბოემბოლია.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Xatia   (05.08.2020)
Yvelaze sauketeso eqimi visac vicno es xdeba xolm aravin arvart dazgveuli amdrosss...vicinrogorc g as nicdis exla irakli ewimi uketilshobile ssf i adaminia 💓

Natia   (04.08.2020)
Mec gamiketes sakeisro guShin narkozit ariyo magrammec cudad viyavi eqimis brali namdvilad ar aris


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×