რეზონანსი
04.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ განუცხადეს, რომ ელჩი კელი დეგნანი ამჟამად ადგილზე არ იმყოფება, თუმცა მათი მოთხოვნები აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია. როგორც საელჩოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიურო მაშინ ჩაერთვება, თუ ეს სახელმწიფოს მოთხოვნა იქნება.

„მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად. პასუხი მითხრეს, რომ მთავრობა უნდა ჩაერთოსო. დღეს არის გადამწყვეტი დღე, დაიდება მანქანისა და კომპიუტერის ექსპერტიზა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახის სამომავლო გეგმები ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების ქმედებებზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×