რეზონანსი
04.08.2020

რაჭაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება. პროდუქციის ტრანსპორტირება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ხდება. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია რეგულარული ფრენაც.

მასშტაბური სტიქიის შემდეგ შვიდი დღე გავიდა. რაჭაში სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება. რამდენიმე სოფელთან გახსნილია დროებითი დამაკავშირებელი გზები.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის თქმით, სტიქიით დაზარალებული სოფლებიდან 500-მდე მოქალაქეა გამოყვანილი, მათ შორის არიან როგორც მუდმივი მცხოვრებლები, ასევე დამსვენებლები.

„რეგულარული ფრენები აღდგა, უამინდობის გამო ორი დღე იყო შეწყვეტილი, მოსახლეობისთვის ხდება მედიკამენტებისა და სურსათის მიწოდება. დღეს უკვე გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში მიდის სასურსათო მაღაზია და ასევე საჭიროებისამებრ გამოჰყავთ მოქალაქეები, დაახლოებით 500-მდე მოქალაქე გვყავს გამოყვანილი, მათ შორის არიან როგორც მუდმივი მცხოვრებლები, ასევე დამსვენებლები", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×