რეზონანსი
04.08.2020

ჩემი აზრით, ინფორმაციის მოპოვება შეუკვეთეს ჩემს შვილს. მოაპოვებინეს და შემდეგ მოკლეს, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათ გამოძიებას უამრავი კითხვით მიმართეს, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.

„მე გამოძიებამ არაფერი ინფორმაცია არ მომაწოდა. მილიონი კითხვა დავსვი და ერთ კითხვაზეც კი არ არის პასუხი გაცემული. რატომ გავიდა თამუნა სხვა ფერის მაისურით სახლიდან და რატომ არის სურათები გადაღებული სხვა ფერის მაისურში?! სად წავიდა დრონის ჩანაწერები?! სად გაქრა მწყემსი?! ლეპტოპში რატომ წაიშალა, როდესაც ჩემი შვილი ყველაფრით სარგებლობდა. Youtube კი არა ინსტაგრამს და ზოგიერთის დასახელებას ვერც ვიმახსოვრებ, ისეთ რაღაცებით სარგებლობდა. ვის აყრიან თვალში ნაცარს?! ამიტომ ვითხოვდი დღეს FBI-ის ჩართვას, ესენი აბა რისი გამომძიებლები არიან?! თვითონ წაშლიან. ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. არ იტყვის, აგერ ჩემი კოლეგა მკვლელიაო. იტყვის?! არ იტყვის!", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

მისივე თმით, ყველაფრის ჩაფარცხვა ხდება. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციისაც კი.

„ახლა ვნანობ. ნეტავ, ხაკერი მეპოვა და მე თვითონ გამეხსნა ის კომპიუტერი. ყველაფერს გაეცემოდა პასუხი და ასე არ დავიტანჯებოდი, ჯერ ჩემი შვილის ტრაგედიით და მერე მასზე ლაფის დასხმით და წაბილწვით, უმანკო კრავის სახელის წაბილწვით! ამით რამხელა ცოდვას იდებენ კისერზე, ხომ აზრზე არ არიან!", - განაცხადა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, კომპიუტერთან ერთად მან „ფლეშკაც" თან წაიღო შესაბამის ორგანოში და აინტერესებს, რატომ არ არის საუბარი იმ ფლეშკაზე.

გარდაცვლილის დედამ ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ თამარმა სახლიდან გასვლამდე საჭირო ინფორმაცია კომპიუტერიდან ფლეშკაზე გადაწერა და ამიტომ თან არ წაიღო კომპიუტერი.

თამაზაშვილმა ასევე უნდობლობა გამოხატა გამოძიების მიმართ და აღნიშნა, რომ კომპიუტერის გახსნის მიზნით მათაც შეეძლოთ უცხოელი ექსპერტის მოწვევა, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

„გამოძიებისგან აღარაფერს ველოდები. სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ გამოძიებას. ვინმე ბარიგას ეტყვიან, 10 ლარს მისცემენ, დაიბრალე ეს საქმეო და ასე გამოიძიებენ. მე ამათ არ ვენდობი. ჩაერთოს FBI-ი და რასაც დამიდებს დასკვნას, თანახმა ვიქნები", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×