რეზონანსი
04.08.2020

ალეკო ელისაშვილმა პარტია "მოქალაქეების" პრეზენტაცია მშობლიურ ეზოში გამართა. მისი თქმით, ადგილი მიზანმიმართულად შეარჩია, რადგან სწორედ იქ გაიზარდა.

ჩემთვის ანგარიშვალდებულება არის ის, რომ დეპუტატი ვიქნები თუ არ ვიქნები, როგორ პოზიციაზეც არ უნდა ვიყო პოლიტიკაში, ნებისმიერ დროს უნდა მომესვლებოდეს ჩემს ეზოში. ნებისმიერ დროს უნდა ვუსწორებდე ჩემს უბნელებს, ჩემს საბურთალოელებს, ჩემს თბილისელებს და ჩემს ქართველებს თვალს... დღეს ამიტომაც გადავწყვიტე აქ პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციის მოწყობა, - განმარტა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა თბილისის საკრებულოში დეპუტატობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სხვებისგან განსხვავებით, საზოგადოებასთან ხშირ შეხვედრებს მართავდა. გარდა ამისა, მისი თქმით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია რიგითი მოქალაქეობის კეთილდღეობა.

თქვენ ხართ ის საქართველო, რომლის წინაშეც მე მაქვს უზარმაზარი ვალი. უფრო მეტი ოპტიმიზმით უფრო მეტი თანადგომით, უფრო მეტი სიბრძნით, უფრო მეტი შეუპოვრობით გვინდა ეს ვალი დავაბრუნოთ და გვინდა ისეთი საქართველო ავაშენოთ, ბოლოს და ბოლოს, სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ ღირსეულად, - მიმართა მან შეკრებილ საზოგადოებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×