რეზონანსი
04.08.2020

“ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ”.

ამის შესახებ გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ტვ “ფორმულას” გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა და საზოგადოებას გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციების გამართვას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა უპასუხა, რომ ის ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე მეოთხე დღეა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

ამასთან,  ოჯახი გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ქართველი   (05.08.2020)
პოლიტიკურ განცხადებებს რობ ალაპარაკებენ ვერ ხვდება? თუ მაჩალიკაშვილივით პოლიტიკაში უნდა წასვლა? რატომ ექცევიან გარკვეული ტელევიზიების და ჟურნალისტების გავლენის ქვეშ, ვერ ხვდებიან რომ მანიპულირებენ მათი მწუხარებით, სამწყხაროა რომ ვერ ხვდებიან ამდენს.

ნინო ალადაშვილი   (05.08.2020)
შენ თუ კიდევ კაი ცხოვრებაზე ოცნებობ, კარგი მამა ყოფილხარ!

ეკა   (05.08.2020)
ამის მერე რა სირცხვილით ითხოვ გამოძიებას, შენ თურმე პოლიტიკური ამბიციები გქონია. საცოდავ გოგოს აღ ყოლია მშობლები.

დაჩი   (05.08.2020)
რას ლაპარაკობ იცი? უკვე პოლიტიკოსი გახდი? შენ შვილს გლოვობ თუ პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობ?

???????????????   (05.08.2020)
შვილმკვდარი მამა, რომელმაც შვილი გუშინ დაასაფლავა უკვე კაი ცხოვრებაზე ოცნებობს? ღმერთო გვიშვენე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×