რეზონანსი
05.08.2020

ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 17 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და ზღვი­დან სახ­ლში, სო­ფელ ორუ­ლუ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი გარ­დაც­ვლი­ლი ლე­ვან მა­ქა­ცა­რია და ია­კობ ოთხო­ზო­რია რაგ­ბის კლუბ "ზუგ­დიდ­ში" თა­მა­შობ­დნენ.

ცოტა ხნის წინ ბი­ჭე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ კლუ­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­აც გავ­რცელ­და:

"სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­და­იც­ვა­ლა რაგ­ბი კლუ­ბი ზუგ­დი­დის ორი მო­თა­მა­შე ია­კობ ოთხო­ზო­რია, ლე­ვან მა­ქა­ცა­რია. კლუ­ბის სა­ხე­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებთ მათ ოჯა­ხებს, უფალ­მა გა­გაძ­ლი­ე­როთ ამ მძი­მე ჟამს", - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა ვა­ლერ პერ­ტა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი ქუ­თა­ის­ში ექ­სპერ­ტი­სის ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

"სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. ერთ-ერთი ჩემს თვალ­წინ გაზ­რდი­ლი ბავ­შვია. რა ვთქვა არ ვიცი, სა­ში­ნე­ლე­ბაა. სა­მი­ვე კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა. ზღვა­ზე იყ­ვნენ და სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მე­ო­თხეც იყო, მაგ­რამ ის გა­დარ­ჩა და სა­ა­ვად­მყო­ფო­შია",- ამ­ბობს ზუგ­დი­დის სო­ფელ ორუ­ლუს რწმუ­ნე­ბუ­ლი ვა­ლერ პერ­ტა­ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
proneli   (05.08.2020)
vin misca 17 wlis bavshvebs manqanis damoukideblad matryvis ufleba,ra shuashia ministri,exla radarebiani milicielebi aklia trasaze buchqebidan rom usatkavebdnen. svilebs mixedet.meti kontroli,

1234   (05.08.2020)
დააყენეთ ყოველ 5 კილომეტრში "გაის" მობილური პოსტები, სიჩქარის მზომელებით, როგორც ადრე იყო. კმარა. მინისტრს პასუხი უნდა მოეთხოვოს. უნდა გადადგეს. 3 მოზარდი გამოესალმა სიცოცხლეს. გაუმართავი მანქანები, მაღალი სისწრაფე, ღვედების არ ტარება, და კაციშვილი, პოზიცია თუ ოპოზიცია ყურებს არ იბერტყავს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×