რეზონანსი
05.08.2020

ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან შესაბამის სამსახურს დაავალა, დაიწყოს ურნების აღება, რომელიც ველოსიპედებით გადაადგილებას ხელს უშლის.

„ნარჩენების ურნები ჭავჭავაძის გამზირზე პირველად განთავსდა მიწის ქვეშ. აღებული გვაქვს ვალდებულება ნარჩენების გადამუშავების და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დაწყებულია. ასევე, ვმუშაობთ ნარჩენების ქარხნის მშენებლობის საკითხზე. ჭავჭავაძეზე საძირკველი უკვე ჩავასხათ მიწის ნარჩენების ურნებისთვის. ეს ურნები პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალურად, სუნით. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნარჩენების დაცლა ყოველდღე არ მოხდეს. კვირაში ერთხელ - ორჯერ საკმარისი იქნება ამ ურნების დაცლა. პირველ ეტაპზე ურნების გამოყენება ჩვეულებრივ შეგვიძლია და არ არის საჭირო სეპარირება, სანამ კანონპროექტი არ დაგვეწევა და არ დავიწყებთ კონკრეტულად გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ჩემი დავალებაა შესაბამისმა სამსახურებმა ჭავჭავაძის გამზირიდან ღია ურნები აიღონ, რომელიც ხელს უშლის ველოსიპედებით და სკუტერების გადაადგილებას. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როგორ მოვიხმაროთ ეს ურნები", - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×