რეზონანსი
05.08.2020

შინგან საქმეთა სამინისტროში სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის, შესახებ ბრიფინგი გამართეს და ის ადგილები დაასახელეს, სადაც სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა თქვა, რომ სამუშაოებში ჩართულია 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მისივე თქმით, მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. გარდა ამისა, ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, სამინისტროს ყველა დანაყოფში.

უწყების ცნობით, ამ დრომდე ათობით სოფელი დაათვალიერეს, შეამოწმეს მიტოვებული სახლები და კოშკები. შეამოწმეს დაუსახლებელი ტერიტორიებიც, მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

შსს-ს ცნობითვე, მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, სხვადასხვა ტურისტული მარშრუტი და ტყის მასივები.

ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე, 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები.

საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას მაშველები ქვეყნის მასშტაბით უკვე 19 დღეა ეძებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×