რეზონანსი
05.08.2020

 ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, მისი გაუჩინარების შესახებ კი ფაქტიდან 3 დღის შემდეგ გაიგო. როგორც მან „პალიტრავიდეოს“ და „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სოციალური ქსელების გამოყენებით, ის საქმის დამოუკიდებლად გამოძიებას ცდილობს. მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნების შემდეგ კი ის თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერასა და ერთობლივად გადაღებული ფოტო-ვიდეოების გასაჯაროებასაც გეგმავს.

„მე მომწერა თამარის დედამ, ქალბატონმა თეონამ, რომ აპირებდა აქციის გამართვას ამერიკის საელჩოსთან და FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით. მე, როგორც ინჟინერმა ვუპასუხე, რომ FBI-ის „ეფლის“ რაიმე ნაწარმთან, „მაკბუკთან“ არანაირი კავშირი არ აქვს. მონაცემების გამოთხოვა, ცნობილი „ქეისია“ და ვერ მოხდა „ეფლისგან“. ქალბატონ თეონას ვერ მოსთხოვ, რომ ეს მან იცოდეს, მაგრამ ეს მოხდა მის ემოციურ ფონზე, მე მას რომ შევეწინაააღმდეგე, ჭკუის სწავლება დავუწყე, დამბლოკა „მესენჯერიდან“. შესაძლოა, ეს გაბრაზება გაყვა და ამიტომ ახსენა, რომ მე მოგზავნილი ვარ. ისე მას მიხეილ რამიშვილზეც აქვს ეჭვი, რომ მიგზავნილია.

მე და თამუნას გვაქვს ფოტოები, ვიდეოები ერთად გადაღებული, ეს მაქვს მობილურ ტელეფონში და მე ამას გავასაჯაროვებ, როგორც კი ექსპერტიზიდან დამიბრუნებენ მობილურს. მე და თამარს, ორივეს, 19 ივნისს გვაქვს დაბადების დღე და ერთად ლისზე და ძველ თბილისში აღვნიშნეთ. ერთმანეთს ვუღებდით ვიდეოს. ეს ვიდეო მაქვს და ამას აუცილებლად გავასაჯაროვებ. მგონი, არ ვარ ეს ფსევდო შეყვარებული“

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მას ფიზიკურად 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, რადგან ბაჩალიაშვილს კომპანია „ზეგიდან“ წამოსვლამდე გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად დრო სჭირდებოდა.

"მე მისი დაკარგვის ამბავი გავიგე სამი დღის გაუჩინარებული რომ იყო. პოსტი გამომიგზავნეს, პარკში ვიყავი, სახლში გავიქეცი მერე. მერე ისევ ტელევიზიით გავიგე ეს ყველაფერი. მე და მას ისეთი მეგობრები არ გვყავდა, ერთმანეთი რომ მოგვეკითხა, თუ არ გამოვჩნდებოდით. 18-19-20 ივლისსაც მივწერე თამარს, მაგრამ ეს არ იყო შოკისმომგვრელი რომ არ მიპასუხა, იმიტომ, რომ ვიცოდი სამსახურში ვალდებულებებს უნდა მორჩენილიყო და უკვე წამოვიდოდა იქიდან და განვახორციელებდით გეგმებს. მობილურში დასქრინული მაქვს მიმოწერები და ცხადია ამას გავასაჯაროვებ. მე გამოძიებაში ვარ დღე და ღამე, გუშინ ვჭამე ორი ვაშლი, მეტი არც მიჭამია არც მიძინია წესიერად“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×