რეზონანსი
05.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, მარიამ ვარდიაშვილი, რომელზეც ბაჩანა ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ მეგობრებიდან თამარმა მას სწორედ ეს გოგონა გააცნო, "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ ლობჟანიძე ცრუობს და თამარ ბაჩალიაშვილისგან ამ მამაკაცის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.

"ეგ ბიჭი არის ჩემი უნივერსიტეტელი, ოღონდ მხოლოდ შორიდან მყავს ნანახი რამდეჯერმე გამოცდაზე. გამარჯობაც კი არ გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი. შარშან, თებერვალში მომწერა, რომ მოსწონდა ჩემი მეგობარი, ოღონდ სხვა გოგო, თამუნა - არა და მთხოვდა გამაცანიო, მე ვერ დავეხმარე. ამის შემდეგ აღარ მქონია მასთან არანაირი კომუნიკაცია. თამუნასგან მასზე არაფერი მსმენია", - აცხადებს მარიამ ვარდიაშვილი.

რაც შეეხება ვარდიაშვილის თეთრიწყაროსთან კავშირს, გოგონა ამბობს, რომ ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს არ ფლობს და იქ მისი ბიძა ცხოვრობს. ვარდიაშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროში არასდროს შეხვედრია. იმასთან დაკავშირებით კი, ყოფილა თუ არა აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ოდესმე ბაჩალიაშვილი, არაფერი იცის. 

მარიამ ვარდიაშვილს "ინფო რუსთავმა" ჰკითხა, რატომ დაასახელა მისი სახელი და გვარი ბაჩანა ლობჟანიძემ და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მასთან ახალგაზრდა კაცს, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. გოგონას თქმით, ეს მხოლოდდამხოლოდ მისი თეთრიწყაროსთან კავშირის გამო შეიძლება მომხდარიყო.

"მე ვიყავი 2 დღით ჩემს ბიძაშვილთან სტუმრად, შემდეგ წითელ ზონად გამოცხადეს თეთრიწყარო და ჩაგვკეტეს. სახლი იქ არ მაქვს. უბრალოდ თამუნას ჩემთან ერთად ედო ფოტო, გადმოვიდდნენ ჩემს პროფილზე და რომ ნახეს თეთრიწყაროში მქონდა ლოქეიშენი, ალბათ ასე დამიკავშირეს", - აცხადებს ბაჩალიაშვილის მეგობარი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×