რეზონანსი
06.08.2020

​საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა რომ დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დახმარება იქნება იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ირმა   (06.08.2020)
და ცოტა თქვენც რომ იგრძნოთ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა და 300 კვადრატულის ნაცვლად 100 გაათბოთ და არ გადაცდეთ იმ 200-ს ასე თუ გიჭირთ გადახდა, დაგექცევათ ოჯახები?!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×