რეზონანსი
06.08.2020

ანიტა ფაცაციას დედამ მარიკო სადრაძემ შვილის სახელობის ფონდი დაარასა და გადაწყვუტა, თავად ორგანოთა დონორი გახდეს, ანუ სიკვდილის შემდეგ თავისი ორგანოები დაუთმოს მას, ვისთვისაც საჭირო იქნება და ამით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოს.

„ინდოეთში დონორის რიგში რომ ვიდექით, მაშინ გადავწყვიტე, მეც დონორად დავრეგისტრირებულიყავი. საზოგადოების ნაწილი ვერ იგებს, რა არის დონორობა და მინდა კარგად განვმარტო.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავი უნდა მოიკლას სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. არავინ ვართ დაზღვეული შემთხვევითი სიკვდილისგან და მაშინ არის შესაძლებელი შენი ორგანოების გამოყენება სხვების გადასარჩენად.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუ ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანხმობა, რომ მისი ორგანოები მოხმარდეს მათ, ვისაც სჭირდებათ. სიკვდილის შემდეგ ის ორგანოები არაფერში მჭირდება და ამის გააზრება ცოტა რთულია საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის, მაგრამ თუ დაფიქრდები ამით სხვებს გადავარჩენთ და თან არა – ერთსა და ორს,“- განაცხადა მარიკო სადრაძემ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×