რეზონანსი
06.08.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ წერილი, რომელიც სამართალდამცველებმა მანქანაში აღმოაჩინეს, მის შვილს სხვებმა დააწერინეს.

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე “მზაკვრულად დაგეგმილია”.

“წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს. ეს ძალიან მზაკვრულად იყო დაგეგმილი და ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდებოდა. თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება და ისიც იყო გამოკვლეული, ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, ისედაც მიხვდებოდა, რომ რამე რომ შემთხვეოდა მაინც ოჯახი გამოვიყენებდით იმ თანხას, ამას დაწერა რად უნდოდა. უბრალოდ, ეს სჭირდებოდათ იმიტომ, თვითმკვლელობის ვერსია რომ გამართლებული ყოფილიყო. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი აგროვებდა თანხას და საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა. იცოდა, რომ ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა. რასაც შრომობდა, აგროვებდა”, - განაცხადა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×