რეზონანსი
06.08.2020

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ბაჩალიაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის იმ დიალოგისთვის, რაც მასსა და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს შორის შედგა.

ლობჟანიძე ასევე აცხადებს, რომ ის არავისგან „მოგზავნილი“ არ არის.

„მინდა მობოდიშებით დაწყება და ცხადია, არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ, როგორც თავად, ქალბატონმა თეონამ მითხრა.... მე და ქალბატონ თეონას თავიდან ასეთი ურთიერთობა არ გვქონია, "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს და ასე გავაგრძელეთ ურთიერთობა. არანაირი ნეგატიური ფონი არ ყოფილა. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც მესენჯერში მომწერა, რომ საელჩოსთან აქციას აპირებდა... ალბათ, უნდა დავფიქრებულიყავი, რას ვეტყოდი და რას მივწერდი, ალბათ, უფრო მეტად უნდა მეფიქრა ჩემ სიტყვებზე. ეს სიტყვები ახლა, შეიძლება, ერთგვარი მობოდიშებაც იყოს ჩემგან. ქალბატონ თეონას ვუთხარი, რომ FBI "ეიფლთან" კავშირში არ იყო... თურმე, თამარი გავიტყუე თეთრიწყაროში და ჩემი გაუჩინარებულია. როცა თამარი გაუჩინარდა, დეიდასთან ვიყავი და ის დაადასტურებს, რომ იქ ვიყავი. ჩემ ტირილზე გაიღვიძეს სახლში და ამას ჩემი დეიდაშვილიც დაადასტურებს. ქალბატონი თეონა მოითხოვს ჩემ ფსიქიკურ დასკვნას, მე შემიძლია, გავესინჯო ექიმს", - აცხადებს ლობჟანიძე.

მისივე განმარტებით, ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და რატომ არ ფიქრობენ, რომ მანაც შესაძლოა, ამის ფონზე თვითმკვლელობაზე იფიქროს.

„სახლში მარტო რომ ვიყო, შეიძლება, სუიციდის მცდელობის სურვილი გამიჩნდეს, ასეთი ზეწოლის ფონზე. როცა სახლში შევდივარ, შუქს ვანთებ და ისე შევდივარ. ეს მას შემდეგ ხდება, რაც თამარი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს", - განაცხადა ლობჟანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (07.08.2020)
მართლაც მიგზავნილი მგონიხარ კი არა დარწმუნებული ვარ. რაღაც კავშირში ხარ მაგ საქმესთან. თამუნას ცხოვრებაში ისე მოულოდნელად და შესაბამიოსად საეჭვოდ გამოჩნდი. ბევრ საეჭვო რაღაცეებს გაიძახი. მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყე ვითომ აქტიურიობა მის სამეგობროში და თამუნას შესახებ ინტერნეტით თუ ტელევიზიების გაზიარება, ასევე დეა კაპანაძის და თამუნას სურათების გაზიარება. მე მგონი შენი მისია იყო თამუნასთან ურთიერთობის დამყარება და რაღაც მომენტში მისი გამოყენება


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×